ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ ბულგარეთის საელჩოსა და ბულგარელი ხალხის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მესტიაში „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი“ გაიხსნა.
მესტიის მერიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს შინ მოვლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის, ბავშვთა ადრეული განვიტარების ხელშეწყობის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამით.
„მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის მომსახურება მესტიის მუნიციპალიტეტში პირველად შეიქმნა. ცენტრის საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე ისარგებლონ არსებული სოციალური პროგრამებით ისე, რომ არ მოუწიოთ სხვა ქალაქებში დროებით საცხოვრებლად გადასვლა მსგავსი მომსახურების მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში ადაპტაციაში“, აცხადებენ მესტიის მერიაში.
„კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის“ გახნას დაესწრენ ბულგარეთის ელჩი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები. ასევე „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.