ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი უკვე ჩადებულია და უკვე შესაძლებელია სახლის შენება. მან აღნიშნა, რომ ბელარუსებს ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის ჰქონდათ პატივისცემა.
შეხვედრაზე საქართველოში ბელარუსული პროდუქციის იმპორტზეც ისაუბრეს, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის წარწერა „დამზადებულია ბელარუსში“ პროდუქციის კარგ ხარისხზე მეტყველებს, განსაკუთრებით კი საქართველოში ბელარუსულ რძის პროდუქტებს აფასებენ.
მარგველაშვილმა ბელარუსის ლიდერს მადლობა გადაუხადა მინსკში „თბილისობის“ დღესასწაულის მასშტაბური ორგანიზაციისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.