ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
ონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხე მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს, სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალ 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მეთოდს,ასევე მერიაში შემოსულ კორესპოდენციებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირების საკითხს.
ყურადრება გამახვილდა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მძიმე ტექნიკის მზაობასა და შესაბამის შ.პ.ს-მაქსიმალურ ჩართულობაზე პრობლემური საკითხების მოგვარებაში.
შეხვედრის ბოლოს ეკა მაისურაძემ სამსახურის უფროსებს მიაწოდა ინფორმაცია 11 ოქტომბერს დაგეგმილი კულტურული ღონისძიების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს „მოედანი 2009“-ის ხელმძღვანელი კახაბერ ჩიკვილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.