საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა 11:30 საათზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
ამავე დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.
იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.