რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შესახებ მისი გამონათქვამები უნდა უარყოს.
„სიგნალი ერთი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში - საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ეს სიტყვები უნდა უარყოს, ბოდიში მოიხადოს და თავისი პოზიცია ახსნას“, - განაცხადა ვოლოდინმა ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში.
მან შეკითხვას, იღებს თუ არა რუსეთი რაიმე სიგნალებს, რომ საქართველოს ხელისუფლება განმარტებისთვის მზად არის, დუმის სპიკერმა უპასუხა: „როგორ შეიძლება ურთიერთობის განვითარება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა“.
წყარო: "რადიო თავისუფლება"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.