ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. პიროვნება კი, რომლისგანაც ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ, თავდასხმას გადაურჩა. ამის შესახებ BBC იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი.
ინციდენტი ბედფორდში მოხდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. თავდამსხმელს კი ეძებენ. თავდასხმის მიზეზი უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.