ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რაც მუნციპალიტეტის სოფლებში არსებობს.
ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერის წარმომადგენლებმა ძირითად საჭიროებებად საბავშვო ბაღები, ამბულატორიები, შიდა გზების მოასფალტება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სხვა საკითხები დაასახელეს. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში 2020 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, უკვე მიმდინარე პროექტების დასრულებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.