ჩვენთან არა მარტო სახელმწიფო ჩამოიშალა არამედ ყველაზე უზნეო, აგენტის ინსიტუტიც კი მთლიანად გაბანძდა, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შალვა თადუმაძის დიპლომში არსებულ შეუსაბამობებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაავრცელა.
„პირადად ვიცი, როგორ სძულდათ ერთმანეთი ბადრი პატარკაციშვილს და ივანიშვილს, რის გამოც ეს უკანასკნელი არასოდეს არ აიყვანდა ბადრის ადვოკატ შალვა თადუმაძეს საკუთარ დამცველად თუ ის მიგზავნილი არ იყო მისგან პატარკაციშვილთან. ხოლო თადუმაძემ თუ როგორ დაიცვა პატარკაციშვილი, ეს შეგვიძლია ვიხილოთ ბადრის საფლავზე. ამრიგად ყალბ დიპლომიანი მსტოვარი დღეს უნდა გახდეს ჩვენი ბედის უმაღლესი მსაჯული. ეს უკვე მარტო საქართველოს კი არა, საკაცობრიო სამართლის სირცხვილია" , - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.