დემონტაჟის დროს დაზიანებული „ალი და ნინოს“ სკულპტურა 5 სექტემბრისთვის აღდგება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ნინოს ქანდაკებას მსუბუქი დაზიანება აქვს და კომპანია „არნაბი 21“-მა ქანდაკების შეკეთების თაობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო.
„დაზიანება არის ძალიან მცირე,ზედაპირულად ორი სამი ფრთა არის დაზიანებული. ქანდაკების აღდგენის ხარჯებს ის კომპანია გაიღებს, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა. მათ ვადა 5 სექტემბრამდე აქვთ. კომპანიის ხელმძღვანელობამ მოგვცა პირობა, რომ 5 სექტემბრისთვის ნინოს ქანდაკება შეკეთდება და ახალ ადგილზე დამონტაჟდება“, – განაცხადა ზირაქიშვილმა.
მისივე თქმით, „ალი და ნინოს“ სკულპტურა პირვანდელი ადგილიდან, მხოლოდ 50-60 მეტრის დაშორებით დაიდგმება. როგორც ზირაქიშვილი ამბობს, ადმინისტრაციამ ექსპერტებს სკულპტურის გამაგრებასთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ სკულპტურის გამაგრება შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი გადაადგილების რეკომენდაცია გასცეს. მისივე თქმით, „ალი და ნინოს“ საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ზღვამ მას ძირი გამოუთხარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.