რაჭაში რთველი დაიწყო
08-10-2019, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 ოქტომბერს,  ამბროლაურში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის, რთველთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ესწრებოდნენ.

 

 

ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და ადგილობრივ მევენახეებს შორის  მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხარისხიანი „ხვანჭკარის“ ჯიშების ალექსანდრეულისა  და მუჯურეთულის ფასი- 7 ლარი იქნება.

 

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო ფასის რეგულირების პროცესში არ ჩაერევა, თუმცა აქტიურად ჩაერევა  ლოჯისტიკისა და რთველის ორგანიზებულად წარმართვის პროცესში. გახსნილია ლოკაციები, მობილიზებულია საკოორდინაციო შტაბი, სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობაა რაჭაში  რთველი წარმატებულად დაიწყოს.

შეხვედრისას არჩილ ჯაფარიძემ  აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, გლეხის შრომა დაფასებული, რათა ჰქონდეთ სტიმული მომავალშიც გააგრძელონ  ვენახების გაშენება რაჭაში.

 

 

შეხვედრა კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი