საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის მრეწველობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, დატუკ იგნატიუს დარელ ლეიკინგთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაფართოების პერსპექტივები.
მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, ლიბერალური ბიზნეს გარემოს, საგადასახადო სისტემის სიმარტივის, საერთაშორისო რეიტინგების, მალაიზიელი ინვესტორებისთვის ეკონომიკის პოტენციურად საინტერესო დარგების (ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, აგროსექტორი, წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა), ინვესტორებისთვის გათვალისწინებული შეღავათების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების შესახებ.
მინისტრის განცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლება მოწოდებულია გლობალური ბაზრების ათვისებით და ხელს უწყობს მალაიზიურ ბიზნესებს უცხოეთში, განსაკუთრებით კი ახალ ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელების და დამკვიდრების საკითხში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.