ის იურიდიული სასწავლებელი, რომელიც წერია ჩემს დიპლომში სამეწარმეო სახელწოდებად არსებობდა რეგისტრირებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტისთვის. სამეწარმეო საქმიანობად ოპერირებდა ამ სახელწოდებით. მე შემიძლია, სხვა ადამიანები მიგითითოთ, მათ შორის საჯარო სივრცეში მათი ავტობიოგრაფიები, სადაც ფიქსირდება, რომ იმავე პერიოდში აქვთ მიღებული იმავე დაწესებულების დიპლომი, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეკითხვის საპასუხოდ.
„1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა ხუთწლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993-1998 წლები“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
თადუმაძის თქმით, მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.
„ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი – ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998-ში. საგადასახადოში რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა,“ – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.