ნათია თურნავა: „ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა“
09-10-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მთელი სამთავრობო გუნდი მუშაობს, რომ შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველი იქნება სეზონის მიუხედავად.

 

 

„რა თქმა უნდა, ისევ სამთო კურორტები იქნება მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ ბევრი სიახლე გვაქვს ამ მიმართულებით. ბაკურიანს ვავითარებთძალიან ძლიერი ტემპებით, რომ 2023 წელს ღირსეულად დავხვდეთ საერთაშორისო ჩემპიონატს ფრისტაილში. თუმცა, მთავარია ის თანმდევი ეფექტი, რომელიც გვექნება, როცა ბაკურიანს გარდავქმნით ევროპული სტანდარტის შესატყვის კურორტად. რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ზამთრისა და ზაფხულის სხვა კურორტებზეც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამომავლო გამოწვევაა, საქართველოს წარმოჩენა ტურისტისთვის მიმზიდველ ქვეყნად წლის ნებისმიერ დროს.

 

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნება და აქვს უამრავი შესაძლებლობა, თუმცა, ქვეყნის ცნობადობას ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.

 

 

„სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მარკეტინგული კამპანია და ჩვენი ტურისტული ადმინისტრაციის ძალისხმევა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და პრემიერის მოსაზრებაა, რომ მარკეტინგული კამპანია ერთმა უწყებამ, მაგალითად, მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციამ კი არ აწარმოოს, არამედ, ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, ნებისმიერმა სტრუქტურამ და ყველგან გამოიყენოს შესაძლებლობა, გააცნოს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველო. ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად საზღვარგარეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქართველო დღეს საკმაოდ წინ არის წასული და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის აღიარებას იქნება ეს სხვადასხვა გამოფენები, კონფერენციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც საქართველო განთავსების ცენტრად აირჩიეს.

 

 

„უამრავმა ადამიანმა ჩვენი დახმარებით გაიგო, რომ საქართველო ძალიან ბევრი უნიკალური თვისებით შეეგებება ტურისტს. ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქართული ბუნება, ტოლერანტობა და სტუმართმოყვარეობის ფენომენია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი