საქართველოს ელჩმა ჩინეთში შეხვედრა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტთან გამართა
09-10-2019, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტთან თიენ კანგთან გამართა.

 

 

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე ქართველის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის შესაძლებლობა, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საელჩოს აქტიური ჩართულობა, ელჩის ღია ლექცია საქართველოს შესახებ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ არჩევით უცხო ენად ისწავლება ქართული ენა. ამჟამად, 12 ჩინელი სტუდენტი ეუფლება ქართულ ენას. განხილულ იქნა ასევე, მათი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები საქართველოში.

 

 

პეკინის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1898 წელს, არის ჩინეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი განსაკუთრებით ჰუმანიტარული დარგების მიმართულებით.

 

 

უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს 216 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 22-ე პოზიციას იკავებს და აზიაში გააჩნია ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 8 მილიონზე მეტ წიგნს ითვლის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი