წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
09-10-2019, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.

 


თათბირზე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის საკითხებსა და ამ მიმართებით მომავალ წელს განსახორციელებელ გეგმებზე.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფელ მუხიანსა და ქვედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ბუნებრივი აირით 400-მდე ოჯახი ისარგებლებს, ასევე თითქმის ყველა სოფელში დასრულებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები.

 


"ჩვენ ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აუცილებელია მოვაგვაროთ ბაღებისთვის საშეშე მასალის გადაცემის, მოსახლობისთვის ტყე-კაფების გამოყოფის საკითხები, ყველა პრობლემაზე მოგვმართეთ დროულად და რეაგირება იქნება ოპერატიული, ერთად შევძლებთ საკითხების დადებითად გადაწყვეტას", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


თათბირს მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროს მაია ფანჩულიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც დასმულ შეკითხვებს შესაბამისი პასუხები გასცეს.

 


მერის წამომადგენლებთან თათბირი ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ტარდება.

 

კომენტარები: 1
#1   ვიტალი
      
ვფიქრობ სწორ ნაბიჯწბს დგამს ეს ადამიანები.
9 ოქტომბერი 2019 07:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი