ის, რაც გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა არის სამშობლოს ღალატის კლასიკური ანთოლოგია, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბაქოში დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საკითხზე იმყოფება, რის სანაცვლოდაც დიდი ენერგობიზნეს გარიგებები იდება.
„მმართველმა ოლიგარქმა დავით გარეჯის ცნობილი მონაკვეთი, დე ფაქტო დაუთმო ალიევის რეჟიმს. დღეს, დიქტატორის ახლადგამოჩეკილი პრემიერი გახარია იმყოფება ბაქოში, რათა საბოლოოდ მოილაპარაკონ ამ უდიდესი ქართული ქრისტიანული სიწმინდის გადაცემაზე. სანაცვლოდ იდება დიდი ენერგობიზნეს გარიგებები და 2020 წლის არჩევნებში ქვემო ქართლის ხმები.
მინდა გავაფრთხილო კრიმინალური მთვარობა: არ გაბედოთ ქართული სიწმინდის ერთი მილიმეტრის გადაცემაც და ამ დოკუმენტზე რაიმე სახის ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეში, როგორც კი შეიცვლებით, აღნიშნული ხელშეკრულება იქნება დეზოუირებული, ხოლო ხელმომწერი პირი სამუდამოდ წავა ციხეში.
დღეს ,,ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ივანიშვილის სურვილია რამენაიარად, ეს სადაო მონაკვეთები გადასცეს ალიევის რეჟიმს და მოაწეროს ხელი დემარკაციის ხელშეკრულებას, რის შემედეგაც ის სამუდამოდ დაკარგულია. სანამ აღნიშნულ დემარკაცია - დემილიტარიზაციის სქემაზე არ არის ჩვენი ხელმოწერა, ამ სიწმინდეებზე ბრძოლა შეიძლება და პერსპექტივაც იარსებებს.
არავითარი დემარკაციის ხელშეკრულება, არავითარი მოღლატეობრივი აქტი ქართველ ხალხს ვერ შთააგონებს იმას, რომ გარეჯი შეიძლება იყოს სხვისი კუთვნილება; ის გარეჯი, სადაც თამარის ოთხი ფრესკიდან ერთია შემონახული და სადაც ექვსი ათასი ბერი მოწამეობრივად აღესრულა შაჰ აბასის ბრძანებით და სადაც დუღს სრულიად საქართველოს სული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.