გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, არაოფიციალური ვახშმის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს დელეგაციასთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთში, ნატო-ს მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გასწვრივ საზღვრების გავლების პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, იენს სტოლტენბერგთან ერთად, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.