თურქეთის ჯარმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC იუწყება, ეს თურქულ ძალებსა და აშშ-ის მოკავშირე ქურთულ დაჯგუფებებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.
ანკარაში კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.