თამარ ბერუჩაშვილი: სტოლტენბერგის ვიზიტი მკაფიო დემონსტრირებაა იმის, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ნატოს დღის წესრიგში
27-08-2015, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.


როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ვიზიტი არის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში. "ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მკაფიო დემონსტრირებაა იმის, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ალიანსის ქვეყნების და ნატოს დღის წესრიგში. ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.


მისივე თქმით, სტოლტენბერგის ვიზიტის დღის წესრიგში პროგრამის მიხედვით განსაზღვრულია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ასევე მას საშუალება ექნება დაესწროს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას.


ბერუჩაშვილის განცხადებით, სტოლტენბერგს ასევე საშუალება ექნება პირადად მოისმინოს დეტალური ინფორმაცია, როგორ ახორციელებს საქართველო უელსის სამიტის შემდეგ მიღებულ სპეციალურ პაკეტს. "ეს ვიზიტი იქნება ზოგადად მკაფიო დემონსტრირება იმ მაღალი ინტერესის, რომელიც აქვს ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.


ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თან ახლავს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი