გიორგი გახარია: „ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას“
10-10-2019, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა თქმა უნდა ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში  მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დადასტურებულად იქნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.


 
პრემიერ მინისტრის თქმით, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ.
  


„მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის ორი აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, რომ სამართალდამცველი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩადის დანაშაულს, ჩვენ ბევრად უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი. რამეთუ, ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე, ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები, მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი