ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 139-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლის ბიუსტი გაიხსნა.
ნიკო ლორთქიფანიძის მემკვიდრეობა და შემოქმედება საქართველოსთვის დიდი საგანძურია. წყალტუბოელებს ეამაყებათ, რომ დიდი მწერლისა და შეუდარებელი ნოველების ავტორის ბევრი ცნობილი ნაწარმოები სწორედ წყალტუბოში, სოფელ ჩუნეშში ნიკოს მამაპაპისეულ სახლშია შექმნილი, სადაც მუზეუმი 1969 წლიდან ფუნქციონირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.