საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ტეხასის შტატს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებთან, სადაც საქართველოში განხორციელებული რეფორმები და საინვესტიციო გარემო გააცნეს.
საელჩოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანია Dell Technologies ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ.
საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ინფორმაციის გავრცელებისა და პოტენციური ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საელჩოს დელეგაცია განაგრძობს სხვადასხვა შტატში ადგილობრივ ბიზნესებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.