ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა
10-10-2019, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი,  დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი „ბოგდანი“ ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა.  

 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით,  მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა. 

 

 

თბილისის მერის განცხადებით, ძველი, ყვითელი  ავტობუსები უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსებით    ეტაპობრივად ჩანაცვლდება. 

 

 

„გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ შესყიდული  220 ერთეული ახალი ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და უკვე დედაქალაქშია. რა, თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა სამარშრუტო  ხაზზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა. იცით, გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები არიან.  ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ,  ახალი ავტობუსები, რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი