ლაშა ჩხარტიშვილმა თალაკვაძეს, ოხანაშვილსა და თადუმაძეს „გავრილოვი-თვალთხარიას“ სახელობის დიპლომები გადასცა
10-10-2019, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსით, მისი ავტორობით მომზადებული, აქციების დაშლისათვის გამიზნული, სახიფათო ტყვიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ფარულად განხილვა და მის მიღებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა გააპროტესტა.

 

 

სწორედ ამის გამო, მან იმპროვიზირებული - „გავრილოვ-თვალთხარიას“ სამარცხვინო დიპლომები გადასცა არჩილ თალაკვაძესა და ანრი ოხანაშვილს. ანალოგიური დიპლომით დაჯილდოებულად ასევე გამოცხადდა შალვა თადუმაძეც , მაკო გომურის, ასევე სხვა თვალდაკარგული და დასახიჩრებული აქციის მონაწილეთათვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭების გამო.

 


ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა და მთავარი პროკურატურა ამზადებს საფუძველს, ახალი „გავრილოვის ღამეების“ მოსაწყობად და კვლავ ხიფათის ქვეშ ტოვებს მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 


ლაშა ჩხარტიშვილმა, დღეს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა მის მიერ მომზადებული კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ კანონიდან სახიფათო ტყვიების გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ჩანაწერის ამოღების თაობაზე და ამჯერად მისი, სრულფასოვნად საჯაროდ განხილვა მოითხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების მიღების შედეგად, მომავალში ერთის მხრივ დაცული იქნება მომიტინგეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორეს მხრივ პოლიციას მრავალი, მართლაც არალეტალური და არადამასახიჩრებელი სპეციალური საშუალება დარჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი