მამაკაცმა, რომელმაც ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა, დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა. BBC -ის ცნობით, თავდამსხმელი აფროამერიკელი, ვესტერ ფლენეგანია. მან ფაქსით წერილი გაუგზავანა "ეიბისი ნიუსს" და განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა.
მომხდარის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საჭიროა იარაღის შეძენა-ტარების უფრო მკაცრი კონტროლი ქვეყანაში.
შემთხვევა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გუშინ მოხდა, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი ინტერვიუს ართმევდა ტურიზმის თემაზე რეგიონული სავაჭრო პალატის წარმომადგენელ ვიკი გარდნერს.
გარდნერი გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოპერატორი და ჟურნალისტი კი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.