ლევან დავითაშვილი: „თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობებს“
10-10-2019, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

 


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობის და ხარისხის კონტროლის საკითხები.


„თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ღვინის ლაბორატორიული ანალიზების მაღალი სტანდარტის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით. ლაბორატორია შეძლებს სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმომავლობის დადგენას. ამ მონაცემთა ბაზის შექმნით, ქართული ღვინის კონტროლის კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და გავზრდით სანდოობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ შპს „ღვინის ლაბორატორიას“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე.


ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით.
ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხდება კვლევის მეთოდების განახლება; დივერსიფიცირებული ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს ღვინოების სხვადასხვა პარამეტრზე კვლევა.


2020 წლიდან, საინსპექციო და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იზოტოპური კვლევა ფალსიფიკაციის თავიდან აცილებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით


განხორციელდება. შესაბამისად, ღვინის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით და შესაძლებლობა ექნება აღნიშნული კვლევები ჩაატაროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი