საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებული გაეროს ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე მხარეთა კონსენსუსის შედეგად მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-60 რეგულარული სესიის გარდა, დაგეგმილია გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია WIPO-ს გენერალური დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანად წარმართვაში, ორგანიზაციის საპროცესო წესების თანახმად, განსაკუთრებული როლი გენერალური ასამბლეის ვიცე პრეზიდენტებს დაეკისრებათ.
WIPO-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ასევე დამტკიცდა WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობა და შეთანხმდა, რომ კომიტეტში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) ჯგუფიდან წარმოდგენილი იქნება 6 ქვეყანა: საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, ლატვია, პოლონეთი და უნგრეთი. 2020 წელს, ასევე, დაგეგმილია WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დასანიშნად წარდგენილ იქნება WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატი WIPO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.