გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ლემშვენიერას, ჯანდარას, ბირლიკისა და ნაგების მცხოვრებლებს შეხვდნენ
11-10-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია დიალოგის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილეები - რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, სოფელ ლემშვენიერას, ჯანდარას, ბირლიკისა და ნაგების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

 


მოსახლეობასთან უშუალო დიალოგისას სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის საჭიროებები გამოვლინდა, რაზეც მერისგან ადგილობრივებმა მყისიერი რეაგირების პირობა მიიღეს.

 


"ჩვენ მოვდივართ თქვენთან, თქვენი საჭიროებების მოსასმენად და პრობლემზე სწრაფი რეაგირებისათვის. მე მჯერა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, სულ მალე ჩვენს სოფლებში აღარ გვექნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა შიდა გზები, გარე განათება, სასმელი და სარწყავი წყალი, მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვა და სხვა", განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა.

 


ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი