საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი კოპლატაძე, ლიუბლიანის Lions Club მოწვევით, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარდგა პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე.
პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რომლის შემდეგაც გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d'honneur).
პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სფეროს ბიზნესმენებმა გამოთქვეს ქართველ კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების სურვილი, ხოლო კლუბმა დაგეგმა საქართველოში მოგზაურობა 2020 წლისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.