მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა სპორტულ მოედანზე განხორციელდა. აქედან ხუთ მინი სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთ მისამართზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.
ერთ-ერთი რეაბილიტირებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-4 კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.
„მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ყველა მათგანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ზღვის უბანში უფრო მეტ სპორტულ მოედანს ვაკეთებთ, რადგან ამის საშუალებას ტერიტორიაც გვაძლევს და მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს სპორტული სივრცეებით. ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროსთან მოვაწყვეთ ქვიშის მოედანი, თუმცა ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მიერ მალევე დაზიანდა და ხელმეორედ მოგვიწია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ მეტი კეთილმოწყობილი სივრცე გვქონდეს და ახალგზარდებიც უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
რვა მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 250 000 ლარამდე დახარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.