10 ოქტომბერს, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მეზეუმმა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,არტრა 2019"-ის დასკვნით გამოფენას უმასპინძლა.
„არტელი რაჭა“ რეგიონში ერთადერთი სახელოვნებო რეზიდენციაა. დამფუძნებელი კოტე ჯინჭარაძეა,რეზიდენციაში ყოველწლიურად კურატორებისა და ხელოვანების ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ტარდება ვორკშოფები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვა ღონისძიებები.
ნამუშევრების გამოფენა მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მეუღლესთან ერთად დაათვალიერა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ რაჭა მასპინძლობს ხელოვნების ფესტივალს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული ცხოვრების გაცოცხლებას რეგიონში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კოტეს ამ აქტივობისთვის, ჩვენს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მიზეუმში გაეცნონ ძალიან საინტერესო ნამუშევრებს.
ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით ხელშესახები გახდა ჩვენს რეგიონში-თეატრალური ცხოვრება, წიგნიერება, თანამედროვე ხელოვნება, სწორედ კულტურა ქმნის ჩვენს ღირებულებებს, ავითარებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს საერთო ეროვნული იდენტურობის ფორმირებას.
ჩვენ მზად ვართ, ფესტივალში აქტიურად იყოს მუნიციპალიტეტის ჩართულობა და სიამოვნებით ვუმასპინძლოთ ხელოვნების ფესტივალებს მომავალშიც" , -განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,არტრა 2019"-ის დასკვნით გამოფენას, დამფუძნებელი კოტე ჯინჭარაძე, რწმუნებულის მოადგილეები გიორგი გონაძე, ლევან ქვათაძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.