თურქეთის მხრიდან სირიის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს სულ ცოტა 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია.
ასევე დაღუპულია ათეულობით ქურთი მებრძოლი. სახლები ათიათასობით ადამიანმა დატოვა.
ერთი თურქი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა თურქეთის არმიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა ჯარებმა სასაზღვრო ქალაქებს რას ალ-აინს და თელ აბიადს ალყა შემოარტყეს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.