წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
"სამთავრობო გუნდის დანაპირები სრულდება, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული, შესაბამისად საჯარო სკოლისთვის არაადაპტირებულ გარემოში უწევთ განათლების მიღება, ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას. სკოლას ექნება თანამედროვე სპორტული დარბაზი და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 240 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვლისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 691 400.00 ლარით ფინანსდება. უახლოს დღეებში ახალი სკოლის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთშიც დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.