ხონის მუნიციპალიტეტში ლატვიელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ
11-10-2019, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში ლატვიის ქალაქ ტუკუმსის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით მეწარმეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გაიმართა და მთავარ მიზანს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა.

 

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების განვითარებასა და გაცვლით პროგრამებზე. სტუმრებმა ხონელი სპორტსმენების დამეგობრებული ქალაქის სპორტულ ტურნირებში მიწვევის სურვილი გამოთქვეს.. ლადო ჯურხაძემ მეწარმეებს გაერთიანების შექმნის იდეა შესთავაზა, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე მმართველობის სფეროში მათი ინტერესების გატარებას და დამეგობრებული ქალაქების ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციაში.

 

 

„სხვადასხვა მიმართულებით განვითრებისთვის კარგი პოტენციალი გვაქვს. გვჭირდება კომუნიკაციის გააქტიურება და კონტაქტების გაფართოვება, რათა გავიზიაროთ პარტნიორი ევროპული ქვეყნების გამოცდილება. სამეწარმეო, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად შევხვდეთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას. მისასალმებელია თქვენი აქტიურობა. ჩემის მხრივ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს ნებისმიერ კარგ წამოწყებაში“ - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ხონში მდებარე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ედელინგი“ დაათვალიერეს. მოგეხსენებათ, რომ ქალაქების ხონისა და ტუკუმსის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას ხელი 2019 წლის ივლისში მოეწერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი