გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის
11-10-2019, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

 

„დიახ, ბათიაშვილის საქმეზე დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის და პროცესში მიუკერძოებლობის დარღვევა ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, ეს ფირი სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია (და რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე), არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ის შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის. მე მიყვარს იმაზე ფოკუსირება, რაც ხელისუფლების ხელში იყო და რა შეცდომაც არ უნდა დაუშვა არასდროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ირაკლი ბათიაშვილის საქციელზე აზრი არ შეუცვლია.

 

 

„ჩემი აზრი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია. იყო ამბოხი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა, ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, რადგან ყველას გვახსოვს, კვიციანი სად წავიდა – რუსეთში. იქ შეიფარეს. ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო, რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი