გიორგი გახარია სამშენებლო სექტორს: „იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და ერთად ვილაპარაკოთ“
11-10-2019, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მშენებლობა არის ის დარგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ფორმატის მიზანია ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება იმ სექტორებს, რომლებიც ძირითადი  განმსაზღვრელები არიან, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

 

 

„მესმის, რომ 2017 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2018. 2018 წელს იყო გარკვეული პრობლემები, როგორც რეგულირების, ასევე ადმინისტრირების ნაწილში. 2019 წელი საკმაოდ იმედის მომცემია, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში საბანკო რეგულაციების ნაწილში, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებით - ზოგან გამკაცრებით, გარკვეული სირთულეები და შეფერხებები შეიძლება იყოს.  ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივუდგეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და თქვენთან ერთად ვილაპარაკოთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამისთვის იქნება გარკვეული ფორმატი. არ იქნება პრობლემა არც წვდომაში, არც საუბარში, მაშინაც როდესაც კონკრეტულ პრობლემაზე ან ამოცანებზე იქნება საუბარი."- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, ღიად ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი