შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
11-10-2019, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ გორში, უფლისციხის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო  ბიზნესფორუმი გაიმართა.

 

 

ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის  რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს.

 

 

მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც  ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.

 

 

„აგროსაინვესტიციო ფორუმი, რეგიონებში დარგის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. შიდა ქართლი უმდიდრესია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით, განსაკუთრებით მეხილეობით. ჩვენი მიზანია, ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, გავაცნოთ შიდა ქართლის მოსახლეობას, პოტენციურ ინვესტორებს და  მათგანაც მოვისმინოთ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. რეგიონებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას კვლავ გავაგრძელებთ,  რათა, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც შიდა ქართლის  რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აგროფორუმი შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მოქმედ ფერმერებს სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი