ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.
ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებისა და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი - ძუძუს ქირურგი, პროფესორი მარკ სიბერინგი - ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლასლო თაბარი - რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი - ონკოლოგი, ერიკ რობერტსონი, FAHRAS პროგრამის ავტორი.
სიმპოზიუმი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გენეტიკოსებისთვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.