ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მაჭავარიანის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით გააუმჯობესა, რის შემდეგაც ახლა საქართველოს საინვესტიოციო რეიტინგამდე ორიოდე ბიჯი აშორებს.
„რამდენიმე საათის წინ, სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით გააუმჯობესა – იყო BB მინუსი (BB-) და გახდა BB. სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრმა განმარტა, რაზე დაყრდნობით გააუმჯობესა სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
„პირველ რიგში სააგენტო მიესალმება რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აქ არის ნახსენები რამდენიმე რეფორმა – განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. მეორე მთავარი ფაქტორი, რატომაც გაუმჯობესდა რეიტინგი არის ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას, როგორი ხარისხიც მანამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.