იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისის“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
სტიქიის გამო ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს საღამოს ტაიფუნი უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერ წვიმას და ქარს გამოიწვევს.
ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, ევაკუაციის განკარგულება ასობით ათას ადამიანს შეეხო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.