თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
12-10-2019, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული  ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა („პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის,შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).

 

 

შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  დასაკავებელ პოზიციებზე 2019 წლის ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

 

 

ამასთან, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხით განსაზღვრული პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების სამუშაოთა ანალიზი, რომლის მიზანი იყო თითოეული სამუშაოს დეტალური შესწავლა და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის იდენტიფიცირება. სამუშაოთა ანალიზის პროცესში, თანამდებობრივი მოვალეობების შეფასების ანალიტიკური მეთოდით (ფაქტორული სქემით), ასევე დადგინდა თანამდებობათა შეფასების ფაქტორებისა და კრიტერიუმების წონები და კრიტერიუმების აუცილებელი დონეები.

 

 

სამუშაოთა ანალიზის შედეგად, ფაქტორული სქემით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, აუცილებელ უნარებს, თანამდებობის გავლენასა და სხვა პარამეტრებს,გამოთვლილი იქნა თანამდებობათა ფარდობითი ღირებულება და სახელფასო კოეფიციენტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი“ - დანართი (1)-ის შესაბამისად" , - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი