თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა
13-10-2019, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნა.

 


ღონისძიება სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი ძაგნიძემ გახსნეს.

 


სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას სკრინინგ ცენტრის დირექტორმა საქართველოში ძუძუს სკრინინგის პროგრამის სტატისტიკაზე, თავისებურებებზე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, არსებულ ხარისხის კონტროლზე, გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

 


„უმნიშვენლოვანესია, რომ ჩვენს ექიმებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათ საერთაშორისო ექსპერტებმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტები და გამოცდილება გაუზიარონ. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს ყველა პაციენტს, როგორც თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ასევე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენს მოქალაქეებს აღარ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მისაღებად”, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

 


ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებსა და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობდნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ნოტნგემის უნივერსიტეტი), პროფესორი მარკ სიბერინგი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნოტინგემის უნივერსიტეტი), პროფესორი ლასლო თაბარი (რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი ონკოლოგი, მანჩესტერის კიბოს კვლევის ცენტრი და ქრისტის ჰოსპიტალის კიბოს ცენტრი) და ერიკ რობერტსონი (FAHRAS პროგრამის ავტორი, ინგლისი).

 


სიმპოზიუმი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გენეტიკოსებითვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი