გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, - განუცხადა ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ.
მერაბ დეკანოიძის თქმით, მისი ყოფილი რძალი მის შვილს მოკვლით ემუქრებოდა.
მისივე თქმით, ყოფილი რძალი იტალიაში იყო წასული 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ბავშვები მამასთან იყვნენ.
მერაბ დეკანოიძის განცხადებით, ყოფილი რძლის მეგობარი, ვინმე იგორი, მის შვილს ემუქრებოდა.
„ერთი ფაქტი რაც ვიცი, ვინმე იგორი არის, მისი ბიცოლის დეიდაშვილი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა... ღამე, 9 საათამდე, ჩემი შვილი ბავშვებს ელაპარაკებოდა თავის სახლში, გამოართვა ამ ტიპმა ტელეფონი და აგინა ჩემს შვილს დედა. ვინ ხარ, რა ხარო - ჩემმა შვილმა ჰკითხა და წამოდი გაჩვენებ ვინც ვარო და ამა და ამ ადგილას მოდიო, მაგრამ მე ვიძალავე, არ გავუშვი. ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ, იმ ხაზზე ვმუშაობ, დამემგზავრა ერთი ახალგაზრდა. მყავდა მგზავრი მანქანაში, ამოვიდა და მაგის სახლთან გამაჩერებინა. მგზავრობის თანხა გადაიხადა. ვინ ხართ-მეთქი და მე ვარ იგორიო, რუსთავში ვცხოვრობო. შენ არაო, მაგრამ შენი შვილი უნდა „დავბრიდოო“, ჩათვალე, რომ შვილი არ გყავსო, შენი შვილის დედაო ასე მითხრა. მე ვუთხარი ერთი რეისი დამრჩათქო და ჩამოვალ-მეთქი, სად იქნები, დაგელოდები-მეთქი. იმ დღეს ვერ ვნახე ეს პიროვნება და რომ მივედი, ჩემ შვილს ვუთხარი, აღვუწერე ეს პიროვნება, რომ მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა, „ნაკოლკები“ აქვს-მეთქი და ჩემმა შვილმა მითხრა, ეგ არის ღამე რომ დამირეკა და რომ მაგინაო“, - აცხადებს ბრალდებულის მამა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.