ლევან ცაბაძე: ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებაში ნამდვილად არ ვართ შეზღუდული, შეზღუდული ვართ უფლებებში
27-08-2015, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც წელიწადზე მეტია რაც ამოქმედდა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე guardian.ge -სთან საუბრისას აფასებს.


შეკითხვაზე, რა აკლია ახალი თვითმმართველობის კოდექსს და რამდენად ეფექტურად მუშაობს ის და რამდენად იძლევა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას, ლევან ცაბაძე პასუხობს, რომ ახალი კოდექსი უნაკლო არ არის, მაგრამ საკმაოდ გამართულია და გადაწყვეტილებების მიღებაში არ ზღუდავს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება უფლებებშია შეზღუდული.


„არა, არა ჩვენ გადაწყვეტილებების მიღებაში ნამდვილად არ ვართ შეზღუდული, შეზღუდული ვართ უფლებებში, ანუ თვითმმართველობა არ განაგებს ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ ჩვენ საზღვრებში არსებულ ტერიტორიებს, მაგალითად მიწებს, სახნავ-საძოვრებს, სათიბს ფლობს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო. ქონების ეს ნაწილი, ჩემს ადმინისტრაციულ საზღვრებშია, მაგრამ თავად ქონება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ვერ ერევა ამ თემებში. ასევე ვერ ვერევით განათლების სფეროში, იმიტომ რომ განათლების სამინისტრო კურირებს სკოლამდელ დაწესებულებებს და საჯარო სკოლებს.
 

მე ვთვლი რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრობლემები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუკი გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას ადრე ბიოროკრატიული ბარიერები იყო და დრო სჭირდებოდა საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, ვგულისხმობ იმას, რომ სანამ აქედან ჩავიდოდა ცენტრამდე, მერე სანამ იქ გადაწყვეტილებას მიიღებდა ვინმე და მერე შეიძლება ეს მცდარი აღმოჩენილიყო და ასე შემდეგ, რითაც საბოლოო ჯამში ხალხი ზარალდებოდა, ახლა მდგომარეობა შეცვლილია. ჩვენ სწრაფად შეგვიძლია თითოეულ საკითხზე, რომელიც ჩვენს კომპეტენციებში შედის, გავაკეთოთ სწრაფი რეაგირება. ისევ და ისევ ხალხი რჩება მოგებული ამ ახალი თვითმმართველობის კოდექსით. თუმცა არის ბევრი რამე დასახვეწი და პრაქტიკის ფონზე ნელ-ნელა დაიხვეწება“, განაცხადა ასპინძის გამგებელმა.   


შეკითხვაზე, თუ რამდენად ეფექტურია საკრებულოსთან თანამშრომლობა და ხომ არ არსებობს წინააღმდეგობა გამგეობასა და საკრებულოს ხელმძღვანელობებს შორის საკითხების გადაწყვეტისას, ლევან ცაბაძე პასუხობს:


„არა, ნამდვილად არა, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ და ჩვენი გუნდი უმრავლესობით არის საკრებულოშიც მოსული. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვას, მაგრამ ძირითადად კონსესუსამდე მაინც მივდივართ, იმიტომ რომ მიზანი ერთია - ჩვენი მუნიციპალიტეტი გახდეს წარმატებული და დაიწყოს წინსვლა და განვითარება“, აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი