ქართულ ოცნებას გავლილი გზა უნდა კარნახობდეს, რომ შექმნილ ვითარებაში 20 ვაკანსიის შევსება არასწორია. შეეძლო რამოდენიმე მართლაც კვალიფიციური მოსამართლე, ყოველგვარი პოლიტიკური კუდების და წარსულების გარეშე შეეყვანა პარლამენტში , - განაცხადა შნების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე საკუთარ საქმეში კვალიფიციურია და მას იურიდიული განათლება ნამდვილად აქვს მიღებული, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თადუმაძე რამეს მალავს, ეს ყველაფერი წყალში იყრება.
„მე არ ვარ შალვას კურსელი და ჯგუფელი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შალვას იურიდიული განათლება მიღებული აქვს სადღაც, ვიცნობ ამ კაცს 20 წელზე მეტია და ვიცი, რომ ის არის კვალიფიციური თავის კონკრეტულ საქმეში, მაგრამ ეს კვალიფიციურობა და ყველაფერი წყალში იყრება, თუ ის რაღაცას მალავს, ანუ თუ იცის, რომ რაღაც პრობლემაა და მალავს და თუ პრობლემა არ არის და ამ გზით და ამ სტილით აპირებს გამკლავებას, რომ ოპონენტები, თქვენ ხომ ჩვენზე უარესები ხართ, იქ ვიღაცას ეტყვის - თქვენ ხომ ამ კითხვების დასმის მორალური უფლება არ გაქვთ, თქვენი პროკურორი ხომ საერთოდ სადისტი იყო - ეს არაფერ შუაში არ არის იმასთან, რაც საზოგადოებას აინტერესებს, იმიტომ, რომ ბევრი წლის განმავლობაში ეს ადამიანები უნდა იყვნენ მართლმსაჯულების განმხორციელებლები საქართველოში და თუ რამე დასამალი აქვთ, ეს აუცილებლად ამოტივტივდება და ძალიან ცუდად მოუბრუნდება ყველას და თუ არ არის დასამალი, ხომ შეიძლება ნორმალურად და ადამიანურად იქნეს ახსნილი, განმარტებული, თუ ის შესაბამისი უწყებები ამ საბუთებს არ იძლევიან, თავად ხომ არის მთავარი პროკურორი, მას ერთი ხელმოწერით შეუძლია ნებისმიერ ქაღალდი ნებისმიერი უწყებიდან 5 წუთში გამოითხოვოს და მიიღოს, რომ გაიფანტოს ეს კონკრეტული საკითხი და ეჭვები, მაგრამ საქმე რაშია იცით? საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებების წარმომადგენლები ერთმანეთს აყოლილნი არიან ამ წიოკში და სახელმწიფო, ქვეყანა და მოსახელობა არის დავიწყებული. ამ ვითარებაში ვართ და ესაა დამღუპველი ქვეყნისთვის, ეს უნდა დასრულდეს 2020 წელს, ეს უნდა დასრულდეს, პროპორციული არჩევნებით, ჩვენ, „შენების მოძრაობას“ გვაქვს ძალიან რადიკალური წინადადებები ყველასთვის, ვინც მომავალ პარლამენტში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ასე არც დანიშნული მოსამართლე გამოგვადგება, არც არდანიშნული, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მართლსმაჯულებაში გვჭირდება მოსამართლეები, „ქართულ ოცნებას“ გავლილი გზა უნდა კარნახობდეს იმას, რომ შექმნილ ვითარებაში 20 ვაკანსიის შევსება არასწორია და ამიტომ მართლაც კვალიფიციური მოსამართლე, ყოველგვარი პოლიტიკური კუდების და წარსულების გარეშე შეეძლო შეეყვანა სასამართლოში, იპროკუროროს ბატონო და გაუძღვეს ამ საქმეს“ , -განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.