დავით ბაქრაძე: „სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა“
14-10-2019, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა,- ასეთი განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.

 


მისივე თქმით, ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება, რაც ხელისუფლების დამარცხებაში გადამწყვეტი იქნება.

 


"როგორც ჩანს, ეს განცხადებები გამოწვეული იყო გიგა ბოკერიას კრიტიკით „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და თემატური კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ისევ ტალახის სროლა, ცილისწამება და ბრალდებები. კიდევ ერთხელ განვამარტავ ჩვენს პოზიციას: ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა და ეს იქნება გადამწყვეტი ხელისუფლების დამარცხებაში. ივანიშვილის ინტერესია გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში არის ორი არჩევანი: ივანიშვილი და სააკაშვილი და სწორედ ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს მოგებას, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი, ესაა სრული ოპიზიციური სპექტრი და ამ სპექტრში გამორჩეული ადგილი უჭირავს "ევროპულ საქართველოს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი