შალვა ნათელაშვილი: „მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან“
14-10-2019, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის წევრებთან და თბილისში მცხოვრები ქურთი ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართა.

 

 

"მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივობლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონფლიქტიდან და პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას იქ მიმდინარე პროცესები. თუ მოხდება ისე, რომ დაკავებულ-დაპატიმრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომელთა დიდი ნაწილი ჩრდილო კავკასიიდანაა, იქნებიან გათავისუფლებულნი, მათი გზა სწორედ საქართველოს გავლით იქნება საბოლოო წერტილამდე. ჩვენ გვახსოვს ჩატაევის დღეები თბილისში, როცა ლამის ნახევარი თბილისი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ამიტომ ის რაც ხდება სიარიაში, თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით პირდაპირ ეხება საქართველოს უშიშროებასა და უსაფრთხოებას“ , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

დღესვე, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სპეციალური მიმართვა გადაუგზავნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი