საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა და მას ეს არ უნდა შერჩეს. მისივე თქმით, მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ.
„ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე... რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიეერი საბაბით წინა მთავრობის დევნას, ეს არის არაცივილიზებული და ეს ძალიან აზარალებს საქართველოს, ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც რეალობები - აი, წარმოიდგინეთ მარტივად, თქვენ ცხოვრობთ თქვენთვის სამოთახიან ბინაში ოჯახთან ერთად, გვერდზე, დიდ სახლში ჩაგისახლდათ ყაჩაღი, ამ ყაჩაღს ემორჩილება პოლიცია, პროკურატურა და მერე ამ ყაჩაღმა მოისურვა და თქვენი სამი ოთახიდან წაიღო ორი ოთახი, თქვენ თქვენს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად გადაგყარათ ერთ ოთახში, რა უნდა ქნათ ახლა? შეიცვალა სიტუაცია და თქვენ უნდა თქვათ - იცხოვროს ამ ყაჩაღმა ჩემს ოთახში, შურისძიება იქნება, ხომ არ წავართმევ უკან იმას, რაც მე წამართვა? აი, ასეა საქართველო და ივანიშვილი, ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მეგობრებო. ამგვარად, საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს, არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება, არა მურუსიძეებისა და ახალი მურუსიძეების მიერ, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო, ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ, ნებისმიერ სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად, თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას, ამავე დროს, შემსრულებელს, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ დღეს, წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, ნიშნავს, რომ ვეუბნებით - მოიპარეთ რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შერჩება ხახვივით, თუ მთავრობა არ შეიცვლება, ხომ შერჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგარჩენთ - ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. მე იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, ვინც ამას ამბობს, თქვენს ქონებას რომ შეხებოდნენ, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია? მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა? მე ვფიქრობ, აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე, რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვალა მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე, უნდა მოვიშუშოთ იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს საქართველოს დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები. აი, ასეთია ჩემი პოზიცია“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.