მიხეილ სააკაშვილი: „ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით, რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა, უბრალოდ იტყუება“
15-10-2019, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ 1999 წლის არჩევნებში არა სიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად გავიდა ვაკის ოლქში.

 

 

„ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით, რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა, უბრალოდ იტყუება. ჯერ ერთი, უკვე 1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით, არამედ მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის ოლქში, მართალია ფორმალურად მოქალაქეთა კავშირის სახელით, მაგრამ დავამარცხე შევარდნაძის საყვარელი საგადასახადოს უფროსი. ამის მერე მე არსად გავსულვარ. მხოლოდ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, როდესაც ღიად დავუპირისპირდი შევარდნაძეს, დამოუკიდებელ კანდიდატად მოვიგე ისევ ვაკე და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი "ნაციონალური მოძრაობა". ასე რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საქართველოში უნდა გათენდეს!” - წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი