ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება
15-10-2019, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  

 

 

მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის.  

 

 

კახა კალაძის განცხადებით, აქამდე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას არ იყო გათვალისწინებული, თუ სად განთვსდებოდა ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

 

 

„როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება ხდებოდა, არ იყო გათავლისწინებული თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო  ურნები. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა, „თბილსერვის ჯგუფს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწევდა,  ხშირად იყო უთანხმოება, სად უნდა მომხდარიყო ურნების განთავსება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს ურნები და როგორი უნდა იყოს. პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს, რათა ყველაფერი  იყოს თავიდანვე მოწესრიგებული, რომ შემდეგ, არ მოხდეს დაპირისპირება და უთანხმოება იქ მცხოვრებ ადამიანებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ცვლილება საბოლოოდ მოხსნის დისკომფორტს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე მუნიციპალიტეტისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი